რეზონანსი
04.08.2018

 (რეზონანსი) ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანიაში გამომცემლობა „გალიანი ბერლინის" მიერ გერმანულ ენაზე გამოიცა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი".

შოთა რუსთაველის ეპოსის პროზაული ვერსია ცნობილ გერმანელ მწერალსა და ლიტერატურის კრიტიკოსს ტილმან შპრეკელსენს ეკუთვნის. წიგნი ილუსტრირებულია კატ მენშიკის მიერ.

„ვეფხისტყაოსანი" XII საუკუნეში მცხოვრები ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემაა. შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან.

დღეისათვის „ვეფხისტყაოსანი" მრავალ ენაზეა გადათარგმნილი. თარგმანი ზოგიერთ ენაზე ნაწილობრივია, უმრავლესობაზე კი სრული. არაერთ ენაზე ვეფხისტყაოსანი ნათარგმნია, როგორც პროზაული გაურითმავი ნაწარმოები.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×