რეზონანსი
04.08.2018

 (რეზონანსი) ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 12 - მდე გაიზარდა.

ავარიის დროს დაშავებულთა შორის არის 2 მცირეწლოვანი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

12 დაშავებული მკურნალობას მცხეთის სამედიცინო ცენტრსა და ჯეოჰოსპიტალში გადის.

რამდენიმე საათის წინ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან, ცალმხრივი მოძრაობის გზაზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×