რეზონანსი
04.08.2018

 (რეზონანსი) ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად დაშავებულები მცხეთის სამედიცინო ცენტრსა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის არის ორი ბავშვი.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაშავებულია ავტობუსის მძღოლიც, რომელიც საავადმყოფოში გადაივანეს. მათივე თქმით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა. თუმცა როგორ მოხდა შეჯახება, ავარიის მომენტს ვერ იხსენებენ.

ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ის მძღოლის უკან იჯდა და მას არაფერი მოსვლია. დაშავდნენ ის მგზავრები, რომლებიც ავტობუსში მარჯვენა მხარეს ისხდნენ.

მისივე თქმით, დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ დაშავებულების მოსანახულებლად ადგილზე გაემგზავრა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×