რეზონანსი
04.08.2018

 კონცერტის გასამართად ჩასულ სტეფანე მღებრიშვილს ბათუმში, მის დაბადების დღეზე, დიდი თავგადასავლები გადახდა, რის შესახებაც მან ფეისბუქში დაწერა:

"დაახლოებით 40 ადამიანი ჩავედით, ბენდის ჩათვლით და უნდა ყოფილიყო ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რაც ოდესმე მქონია.სექტორ 26 ხელმძღვანელობას არაფერზე უკან არ დაუხევია და ყველაფერი გააკეთეს იმდენად მაგრა, მეტი რომ არ შეიძლებოდა! მოკლედ სამივე დღე ყველა აწყობის დროს, კოკისპირულად წვიმდა, ვჩერდებოდით და დღემდე ასე ძლივს მოვედით.

 ჩემი უძილო დილა დაიწყო იმით, რომ მეხი დაეცა ჩვენს სასტუმროს და მასე გავიღვიძე! შემდეგ ყველა მეხის ჩამოვარდნაზე ნერვიულობისგან ვხტუნაობდი. ავედით, შევამოწმეთ ყველაფერი და უცებ ისეთი შტორმი დაიწყო და სამივე მხრიდან სცენაზე წვიმა ასხამდა, პირველად ვნახეთ, აგვიფეთქდა მთელი ნაშრომი ტექნიკა ( გადავრჩით, რომ არავინ არ დაამიწა ადგილზე) და ყოველ სიმღერაზე გასწორებული შუქი, წყალმა წაიღო…

ყველაფერი რომ განადგურდა, ცა მოიწმინდა და ვითომ არაფერი არ მომხდარა.  ხო, კიდე სცენაც მიწაში ჩავიდა, ისეთი ხდებოდა..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×