რეზონანსი
04.08.2018

 ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული ორი მცირეწლოვანი თბილისში, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ავარიის დროს 13 ადამიანი დაშავდა. აქედან ორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მათგან ერთს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ავარიის დროს დაშავებული კიდევ ორი ადამიანი მართვით სუნთქვაზეა.

როგორც ექიმები აცხადებენ, დაშავებულებს ძირითადად ქალა-ტვინისა და კიდურების დაზიანებები აღენიშნებათ.

ავარიის დროს დაიღუპა ერთი ახალგაზრდა, 1992 წელს დაბადებული მამაკაცი.

თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი, სოფელ ფერმასთან, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავტობუსი ახალქალაქი-რუსთავის რეისს ასრულებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×