თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს: „აი, რას ჰყვება ლიტვური კალათბურთის ლეგენდა არვიდას საბონისი თავის მოგონებაში როგორ გავსინჯე პირველად ჭაჭა":
14-15 წლისა ვიქნებოდი, როცა ლიტველებთან ერთად თბილისში სათამაშოდ ჩამოვედი. არ გვქონდა კვების ტალონები, არადა მატჩის შემდეგ მთელი გუნდი მოშივებული იყო.
სხვა გზა არ იყო, გადავწყვიტეთ სამ გუნდად გავყოფილიყავით და საშოვარზე წავსულიყავით. ჩემი გუნდი უახლოეს ბინას მიადგა, პირველივე სადარბაზოში შევედით, პირველივე სართულზე, პირველივე ბინის კარზე დავაკაკუნეთ. ოჯახის უფროსმა შეგვიპატიჟა, მისმა მეუღლემ ჩვენი ამბავი რომ გაიგო, სასწრაფოდ სუფრა გააწყო... გემრიელი კერძების გარდა, არყითაც გაგვიმასპინძლდნენ. პირველად სწორედ მაშინ დავლიე ჭაჭა...
დამშვიდობებისას ჩვენმა მასპინძლებმა საჭმელებით პარკები გაგვივსეს და ისე გამოგვისტუმრეს. კულმინაცია მეტად საინტერესო გამოვიდა - ჩვენს მსგავსად გუნდის ორი განაყოფიც სავსე პარკებით მოვიდა".
მაშინ ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ მთავარია მაპის მიღება და ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნები,არც ის იცოდნენ, რა არის ლგბტ თემი, რომ მალე ივერია გაბრწყინდება, ვინაიდან 300 პოლიტიკური პარტია ეყოლება, მაგრამ იცოდნენ უბრალო ადამიანური სიკეთის ფასი", - წერს მანჯავიძე.