რეზონანსი
04.08.2018

 თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლაზე საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფოს ეშინია, რომ მისი შვილის საქმე ევროპულ სასამართლოში მოხვდეს.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგში დღეს ღამით მიფრინავდნენ, თუმცა მოულოდნელად გაარკვიეს, რომ თბილისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა წერილები, სადაც წერია, რომ ოთხკაციან ჯგუფში ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც არიან.

მაჩალიკაშვილის განცხადებით, მის დაკავებას გერმანიის საზღვარზე აპირებდნენ.

„როგორც ჩანს, მე ვიყავი დაკავებისთვის განწირული, არა მხოლოდ დაკავებისთვის განწირული, მთელ ევროპას მოედებოდა ეს ხმაც – მალხაზ მაჩალიკაშვილი, როგორც ასეთი, ტერორიზმში ეჭვმიტანილი. ამას გარდა, ჩემს უსაყვარლეს ადამიანებსაც ჩემს გამო შეექმნებოდათ ეს პრობლემა. მე პირდაპირ ვაცხადებ, ამ ყველაფერს ახსნა არა აქვს, რას სჩადიან და რა საზიზღრობას ჩადიან,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×