რეზონანსი
04.08.2018

 ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებიდან 6 ბავშვია. დაშავებულთაგან ერთს ოპერაცია გაუკეთდა, რომელიც უკვე დასრულდა, ხოლო სამს ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.

რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ოთხი კი, მცხეთის საავადმყოფოშია მოთავსებული.

დღეს ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×