რეზონანსი
04.08.2018

 პატიმრობაში მყოფი მამა გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ მას თავისუფლების სანაცვლოდ გარიგებას კონკრეტული პირები სთავაზობდნენ. თუ ის დათანხმდებოდა, საპატიმროდან გამოვიდოდა, თუმცა მას ქვეყანა უნდა დაეტოვებინა და არაფერზე ესაუბრა.

"რაც შეეხება მეუფე იაკობის განცხადებას, ოდნავ მოაზროვნე ადამიანიც კი დაინახავს, რომ მეუფე იაკობის განცხადებები ცალსახად მიანიშნებს იმას, რომ ამ საკითხში ჩემი პატიმრობა თუ არაპატიმრობა მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მეუფე იაკობის გუშინდელი განცხადება ნაწილობრივ მიანიშნებდა იმას, რომ ის შეშინებულია და მას არ სურს, რომ მე თავისუფლებაზე გამოვიდე.

იყო შემოთავაზება რამდენიმე ხნის წინ, რომ მე გამათავისუფლებდნენ, იქნებოდა ეს შეწყალება თუ სხვა, მოხდებოდა ჩემი საპყრობილიდან გათავისუფლება იმის სანაცვლოდ, რომ შემენარჩუნებინა დუმილი და დამეტოვებინა ქვეყანა", - განაცხადა მამა გიორგი მამალაძეს "შაბათის კურიერში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×