რეზონანსი
04.08.2018

 ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი 26 წლის მამაკაცი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობდა. ახალგაზრდა მძღოლის თანაშემწე იყო და შემთხვევის დროს მის გვერდით, სათადარიგო სკამზე იჯდა. 26 წლის მამაკაცი ახალი დაოჯახებული იყო, მას ფეხმძიმე მეუღლე დარჩა.

შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერმასთან მოხდა. სამგზავრო ავტობუსი, რომელიც რეისს ახალციხიდან რუსთავის მიმართულებით ასრულებდა ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 13 მგზავრი, მათგან 1 მცირეწლოვანი, ხოლო 5 მოზარდი, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ერთს ამ ოპერაცია უტარდება. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული კიდევ ორი ადამიანი მართვით სუნთქვაზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×