რეზონანსი
05.08.2018

 ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული ცხრა პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში რჩება. სამედიცინო ცენტრის ექიმის დავით შონიას განცხადებით, ორ პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

„მცხეთის სამედიცინო ცენტრში სულ 10 პაციენტი შემოიყვანეს. ერთი უკვე გაეწერა კლინიკიდან, რჩება ცხრა პაციენტი. აქედან, შვიდი განაგრძობს მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს ინტენსიური დაკვირვება.

რაც შეეხება ორ პაციენტს ისინი გადაყვანილი არიან საოპერაციო ბლოკში და უტარდებათ გადაუდებელი ოპერაციები“,  – განაცხადა დავით შონიამ.

თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სოფელ ფერმასთან სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის დროს დაიღუპა ერთი ახალგაზრდა, 1992 წელს დაბადებული მამაკაცი, ხოლო დაშავდა 13 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×