2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი, ამჟამად კი საქართველოს 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ოპოზიციური გაერთიანების, მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მაღალმთიან აჭარაში ამომრჩეველს შეხვდა.
გრიგოლ ვაშაძესთან ერთად იმყოფებოდნენ თაკო ჩარკვიანი, მედეა ვასაძე, მურმან დუმბაძე და ლევან ვარშალომიძე.
ერთ-ერმა მოქალაქემ გრიგორლ ვაშაძეს სთხოვა, ტურისტებისთვის ინფრასრუქტურის მოწყობა. რაზეც ვაშაძემ უპასუხა:
"თუ დავბრუნდით ხელისუფლებაში... თუ კი არა, კაცო, აუცილებლად გავიმარჯვებთ... მალე დავბრუნდებით... იმდენი ხალხი გაერთიანდა, რომ ყველაფერს მივხედავთ", - განაცხდა გრიგოლ ვაშაძემ.