რეზონანსი
05.08.2018

 პორტუგალიაში ძლიერი სიცხის შედეგად გაჩენილ ხანძრებს ვერ აქრობენ. ალგარვეს რეგიონის ტყეში ცეცხლის ლიკვიდაციაში 740-ზე მეტ მეხანძრეა ჩართული. ხანძარი რეგიონის სამხრეთ ნაწილში მონჩიკეს რაიონში მძვინვარებს, რომელიც ტურისტებს შორის პოპულარობით სარგებლობს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ 10 საცხოვრებელი სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. ხანძრის ჩაქრობას 10 თვითმფრინავი ცდილობს.

შეგახსენებთ, შარშან პორტუგალიის ტყეში ხანძრებს 114 ადამიანი ემსხვერპლა. წელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ზაფხულია. ჰაერის ტემპერატურა ესპანეთსა და პორტუგალიაში 46 გრადუსს ცელსიუსს აღწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×