რეზონანსი
05.08.2018

 ე.წ. "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ მეუფე დიმიტრი საქმის რეალური გარემოებებით არ დაინტერესებულა.

"შაბათის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში დეკანოზი ველა მაღალი იერარქიის სასულიერო პირს მოუწოდებს, შევიდნენ მასთან საკანში, რადგან მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„რეალურად ვინც უნდა ინტერესდებოდეს, ისიც ერთხელ მხოლოდ მასმედიის ზეწოლის შედეგად იყო მოსული, მეუფე დიმიტრი"- თქვა მან.

დეკანოზისთვის გაუგებარია, რატომ არ ინტერესდება მისი საქმით პატრიარქის თანამოსაყდრე. მამა გიორგი მამალაძე არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული პირები მეუფე შიოზეც ახდენენ გავლენას.

"მე ყველა მღვდელმთავარს მოვუწოდე შემოსვლა და ნებისმიერი კითხვის დასმა ამ სიაში შედის მეუფე შიოც. შეიძლება, არ აძლევენ საშუალებას, რომ დაინტერესდეს," - განაცხადა დეკანოზმა.

შეკითხვაზე, ხომ არ ახდენენ გავლენას მეუფე შიოზეც მეუფე იაკობი და პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა ბუგიანაშვილი, დეკანოზი პასუხობს, რომ "არაფერია გამორიცხული".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×