რეზონანსი
05.08.2018

 ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი, მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. თავად მიხეილ ხუბუტია ამ დროისთვის საფრანგეთში იმყოფება და მას შვილის გარდაცვალების შესახებ მოგვიანებით შეატყობინეს.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ, თუმცა ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მათ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერად და ეჭვობენ, მომხდარი მკვლელობას შესაძლოა უკავშირდებოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×