რეზონანსი
05.08.2018

 გუშინ ღამით კურორტ ბახმაროში მომხდარი ჩხუბის დროს 4 პირია დაკავებული. ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად სუფრასთან დაუპირისპირდნენ. დამსვენებლებმა ხელჩართულ ჩხუბში ჩართული ახალგაზრდების გაშველება ვერ შეძლეს, დასახმარებლად კი პოლიცია გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, ახალგაზრდები არ დაემორჩილნენ, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარის გამო პოლიციამ 4 პირი დააკავა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ გამოჩენილ წინააღმდეგობას, მუქარას, ან ძალადობას გულისხმობს და რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×