რეზონანსი
05.08.2018

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაცია ერის მტრობის ტოლფასია.

„ბოლო დროს დიდი მღელვარება შემოვიდა საქართველოში, ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების, მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა.  უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება, რაც დრო გადის, ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკებს და ვეღარ იკავებს თავს. გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა ეს არის მტრობა ჩვენი ერისა. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომელთაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება,  თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მასზე ზეგავლენა, იძულებული გახდნენ გამოეტნათ ეს დადგენილება“, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ლეგალიზაციის პირობებში, ქვეყანაში შესაძლოა, ნარკოტიკების ცენტრი შეიქმნას.

მან მოუწოდა მთავრობას, ინტელიგენციას და ახალგაზრდებს, გაუფრთხილდნენ სამშობლოს.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა და მოყვანა ნარკოტიკების და მთავარი რაც არის, გამოიწვევს იმ ახალგაზრდების ჩამოსვლას მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც ცხოვრების კალაპოტიდან არიან ამოვარდნილი, შეიქმნება ცენტრი ნარკოტიკების. მივმართავ უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, გავუფრთხილდეთ სამშობლოს, ჩვენს შვილებს. გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების გასინჯვა უკვე დასაწყისია დაცემისა. მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დავღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დავუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა ძალა მოგცეთ, მოგცეთ სიბრძნე“, - განაცხადა პატრიარქმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×