რეზონანსი
06.08.2018

 მოსკოვში მცხოვრები ქართველები ყვებიან,  ნიკოლოზ ხუბუტია მამის ბიზნეს ინტერესებს შეეწირა. ხუბუტიას საქმეებში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდი მას დიდი დაპირისპირება ჰქონდა მოსკოვის მერთან, სერგეი სობიანინთან. როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი სამშენებლო ბიზნესსა და შესაბამისად, დიდ ფულს უკავშირდება.

მოსკოვის მოქმედი მერი ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის „სასტავს“ დაერია და წილების დათმობას აიძულებდა. ამბობენ, ხუბუტიას მისამართით ბოლო დროს იყო მუქარაც წილების არ დათმობის შემთხვევაში. სწორედ ამ ისტორიის გათვალიწინებით, ხუბუტიას საახლობლოს ერთი ნაწილი მკვლელობის ვერსიას განიხილავს. იმასაც ამბობენ, გარდაცვლილს, რომელიც პირქვე იწვა,  გვერდით იარაღი, საეჭვო მდებარეობით ეგდო, რაც მკვლელობის ვერსიას უფრო ამყარებსო.  იარაღი, რომლითაც გასროლა მოხდა, პირველადი ინფორმაციით, მიხეილ ხუბუტიას ეკუთვნის.

თავად მიხეილ ხუბუტია, რომელიც სენ-ტროპედან მოსკოვში ჯერ არ ჩაფრენილა, სოციალურ ქსელში წერს: „რისთვის შვილო, რაღად მინდა სიცოცხლე?“  რუსული პრესა იწერება, რომ შეძლებული ბიზნესმენის შვილს, ნიკოლოზ ხუბუტიას, ბოლო დროს დეპრესია ჰქონდა და ხშირად ამბობდა, რომ დაიღალა და ცხოვრება მოსწყინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×