რეზონანსი
06.08.2018

თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის მკვიდრმა, 68 წლის ქალბატონმა საკუთარი ქელეხი სიცოცხლეშივე გადაიხადა. როგორც "აქცენტს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ქალბატონმა რესტორანში 350 კაცი დაპატიჯა, თუმცა მათ წინასწარ არ უთხრა, თუ რასთან დაკავშირებით ეპატიჯებოდა. რესტორანში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ქალმა საკუთარი ქელეხი წინასწარ გადაიხადა.

"შეკრებილ სანათესაოსა და საახლობლოს გვითხრა, მე დაუოჯახებელი, მარტოხელა ქალი ვარ, რომ გარდავიცვლები არ ვიცი ვინ რას გამიკეთებს და წინასწარ ვიხდი ქელეხსო. ჩვენთან წესია, როცა ქელეხია, ყველა რისი შესაძლებლობაც გვაქვს, იმდენ თანხას ვაძლევთ ხოლმე ოჯახს, თუმცა ქალბატონმა მერიმ ამაზეც უარი განაცხადა", – განუცხადეს "აქცენტს" ადგილობრივებმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×