რეზონანსი
06.08.2018

 ინდონეზიაში, კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის სუტოპო პურვო ნუგროჰოს განცხადებით, ლომბოკის კუნძულზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა.  მისივე თქმით, კატასტროფის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი სერიოზულად დაშავდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 82 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, სტიქიური უბედურების გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

6 აგვისტოს, ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე, რომელიც ბალიდან აღმოსავლეთით მდებარეობს, 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ცუნამის საშიშროება არ არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×