ბრიტანელი განათლების ექსპერტი ენტონი სელდონი არის პირველი ადამიანი, რომლემაც კონკრეტული თარიღი დაასახელა, თუ როდის უნდა ველოდოთ მასწავლებლების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებას.
როგორც ენტონი სელდონი აცხადებს, დაახლოებით ათ წელიწადში მასწავლებელს მხოლოდ დისციპლინის უზრუნველყოფის ფუნქცია ექნება, ხოლო რობოტი მასწავლებლები შეძლებენ უზრუნველყონ ყველა ბავშვის ჩართულობა სწავლის პროცესში, ისინი შეძლებენ აღიქვან მოსწავლეების ხმა, დააკვირდებიან მათ სახეებს და მიხვდნენ, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია.
რობოტ მასწავლებლებს, სელდონის მოსაზრებით, კიდევ რამდენიმე უპირატესობა ექნება, ისინი არასოდეს დააგვიანებენ სკოლაში, და არასოდეს გააცდენენ გაკვეთილს ავადმყოფობის გამო, თუმცა მაინც გამოწვევად რჩება ერთი საკითხი:
როგორ შეძლებენ ისინი არამოტივირებული მოსწავლეებისთვის მოტივაციის მიცემას? ან როგორ მოექცევიან იმ მოსწავლეებს, რომლებიც პატივს არ სცემენ მას? ამ და სხვა ბევრ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ არსებობს.