რეზონანსი
06.08.2018

 რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. "საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?", - განაცხადა მედვედევმა რადიოსადგურ "კომერსანტის" ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ 12 ივლისს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა ალიანსის მზაობა, თავის რიგებში საქართველო მიიღოს, თუმცა კონკრეტული თარიღი დასახელებული არ იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×