რეზონანსი
06.08.2018

 ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ დიდი ძებნის შემდეგ 8 წლის წინ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნაჩუქარი შარფი იპოვა. როგორც ჩანს, იგი ამ საჭირო ნივთს შესაბამის დანიშნულებას მოუძებნის:

"ვიპოვე!!! ვიპოვე!!!! სალომე ზურაბიშვილის ცნობილი შარფი 2010 წელს, მთელი აქციების მსვლელობისას რომ ეკეთა და არ იხსნიდა. ბოლოს მე მაჩუქა ეთერში და იმ დღიდან რამდენიმე წელი ტელევიზიაში აღარ მიმუშავია... მალე განცხადებას გააკეთებს არჩევნებში მონაწილეობაზე და ცხადია, ვეძებდი ამ სიმბოლურ შარფს. გადმოვანგრიე ყველა თარო, ჰოდა ვიპოვე. მასთან პირველსავე ინტერვიუზე უნდა გავიკეთო ეთერში“, - დაწერა გრიგოლიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×