ISIS-ის ქართული დაჯგუფება მუქარის შემცველ ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. ვიდეო, სავარაუდოდ, 2 კვირის წინაა დამზადებული.
„ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი... გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი... გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის. სულ მალე დაგაყრევინებთ თავებს, დაგხოცავთ თქვენივე სახლებში", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.
ერთ-ერთი ვერსიით, ტერორიზმის საქმეზე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, სუს-ის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ, რომლის აყვანის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, ზემოხსენებულ დაჯგუფებასთანაა კავშირში.