რეზონანსი
06.08.2018

 (რეზონანსი) საქსტატი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოთხოვილ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, 2018 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 3090 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათ შორის 104 შემთხვევა სიმთვრალის გამო.

უწყების ცნობით, ამ პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 229 და დაშავდა 4389 ადამიანი. 2017 წელს სულ 6079 ავტოსაგაზაო შემთხვევა მოხდა, აქედან სიმთვრალით 160. დაიღუპა 517 და დაშავდა 8461 ადამიანი.

ცნობილია, რომ 2018 წლის იანვარ-ივნისში ავტოავარიებში 7 წლამდე ასაკის დაახლოებით 150 ბავშვია დაშავებული, ერთი თვის მონაცემებით კი, დაახლოებით 20 - ზე მეტი ასეთი შემთხვევა მოხდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×