მარიამ კუპატაძე
06.08.2018

 სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს უფლებადამცვალები სამხარაულის სახელობის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში შეხვდნენ.0

19 წლის კობაური დაწესებულებაში 9 დღის წინ მოათავსეს.

ადვოკატების თქმით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური დასკვნა კობაურის საქმეში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რადგან მათი თქმით, მთავარ კითხვას გაეცემა პასუხი.

ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩაუტარდება ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. უფლებადამცველის თქმით, კობაური ლოგიკურად აზროვნებს და მისი ჩვენება არის თანმიმდევრული.

„ჩანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რის საფუძველზეც უნდა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი, კობაური იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში იმ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, რასაც მას აბრალებენ," - განაცხადა ადვოკატმა.

მალხაზ კობაურის ადვოკატი „ნიუპოსტთან" ადასტურებს ინფორმაციას, რომ რაინ სმიტი სიკვდილამდე ნაცემი და ნაწამებია.

ალექსანდრე კობაიძე ბრალდებულის ჩვენებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გარდაცვლილ რაიან სმიტს კონფლიქტი მოუვიდა უცნობ პირებთან, რომელიც მისი მკვლელობით დასრულდა.

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ დაზიანებების შესახებ ექსაპერტიზის დასკვნაშიცაა საუბარი.

„ვადასტურებ, რომ რაიან სმიტს სხეულზე ძალადობის ნიშნები აღენიშნება სხეულზე. ეს მიუთოთებს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩხუბი მოხდა არა კობაურსა და რაიან სმიტს შორია, არამედ სხვა პირს შორის. კობაურის ჩვენების საფუძველზე ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ რაინ სმიტს სხვა მამაკაცთან ჰქონდა ხელჩართული ჩხუბი და სწორედ ამ დროს მოკლეს იგი - 2 ტყვია აქვს ნასროლი"- განაცხადა „ნიუპოსტთან" ადვოკატმა.

43 წლის რაიან და 42 წლის ლორა სმიტების და მათი 4 წლის ბიჭის კეილების სასტიკი მკვლელობის გამო, საქართველოს მოქალაქეს 19 წლის მალხაზ კობოურს უვადო პატიმრობა ემუქრება. დანაშაული, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, დუშეთიდან 70 კილომეტრით დაშორებულ ხადის ხეობაში 4 ივლისს მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, მწემსმა პირველი რაიან სმიტი მოკლა. შემდეგ 4 წლის ბავშვს მიჯრით ესროლა, ლორა სმიტი სავარაუდოდ, გააუპატიურა, შემდეგ მოკლა და მდინარეში ჩააგდო. ბავშვის ცხედარი მკვლელმა ქვებში დამალა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×