რეზონანსი
06.08.2018

 (რეზონანსი) 6-7 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

8-10 აგვისტოს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. 9 აგვისტოს ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×