რეზონანსი
06.08.2018

 (რეზონანსი) "ბევრი საუბარი მე მასთან არ მქონია, მაგრამ ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი მისი მხრიდან ყოველთვის იყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა საქართველოს პატრიარქის. ნუ, არ მსიამოვნებდა ხოლმე და ყოველთვის ვაწყვეტინებდი და ეს მივხვდი მერე, რა არის. ივანიშვილს როგორც ინსტიტუტი, ეკლესია აღიზიანებს," - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებას ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

"მიშამ პატრიარქზე ცუდებს ლაპარაკობდა ბიძინაო და პლიუს "პლანის" გაყიდვა უნდა რომ ახალგარზდები დაავადოსო.

ამ "ბრალდებების" სიგიჟეზე არც ვილაპარაკებ.

ახლა ჩანს რომ საბოლოოდ თქვა უარი "ნაც. მოძმა" და ე.ი. "რ2"- მაც "პრადვინუტი" ახალგაზრდა ტიპებზე.

რამდენად სწორია რომ მიშა "ქართული მარშის" სამწყსოს "ეჩალიჩება" ეგ ბოლოს გამოჩნდება... ჩემი აზრით სრული სიშტერეა!"- წერს რამიშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×