რეზონანსი
06.08.2018

 (რეზონანსი) "თუ ოსი ხალხი არ გაერთიანდება, მათ ის დაემართებათ, რაც რუსებსა და უკრაინელებს", - განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.

ბიბილოვს მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთი აუცილებლად უნდა შევიდეს რუსეთის ფედერაციაში.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით რუსეთის შემადგენლობაში, ამაში ეჭვი არ მეპარება. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ, მთლიანობაში, ოსი ხალხის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთო გეოგრაფიულ და პოლიტიკურ სივრცეში ყოფნა. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მოხდება ის, რაც მოხდა რუსებისა და უკრაინელების შემთხვევაში. ისინი სლავები არიან, ერთი ხალხია, მაგრამ ვხედავთ, რაც ხდება ახლა", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×