რეზონანსი
06.08.2018

ავტო­მობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი ამბობს, რომ კონ­კრეტული ფაქტებიც არსებობს და ვიდეომასალაც, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალება ინსპ­ექტირების ცენტრში ვერ აკმაყ­ოფილებს მოთხოვნებს - მისი გამონაბოლქვის კოეფიციენტი რამდენჯერმე აჭარბებს დასაშვებ ნორმას. შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება რამდენიმე საათში კვლავ შემოდის ცენტრში და იმავე გამზომ ხელსაწყოზე შემოწმებისას პარამეტრები უკვე ნორმაშია. 

"მაგალითად, ერთ შემთხვევაში ავტომობილის პირველადი ინსპექტირებისას 7,5 იყო გამონაბოლქვის კოეფიციენტი, განმეორებით ინსპექტირების დროს კი ხელსაწყომ 0,7 აჩვენა. საწვავი და საცხებ-საპოხი მასალებიც რომ შეცვალოს მძღოლმა, ამგვარ შედეგს მაინც ვერ მიიღებს. ვვარაუდობთ, რომ მძღოლები მანიპულაციებს მიმართავენ. ერთ-ერთმა მძღოლმა ისიც მითხრა, რომ ტექინსპექტირებამდე ცოტა ხნით ადრე მაყუჩზე ასმილილიტრიან პოლიეთილენის ბოთლს ამაგრებენ და ძრავას რამდენიმე წუთს მაღალ ბრუნზე ამუშავებენ, რაც ასევე "კარგ" შედეგს იძლევა ინსპექტირებისას. არადა, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ელექტრონული სისტემით ხდება და პერსონალი გამზომი ხელსაწყოს მონაცემებში ვერ ერევა. მოკლედ, იმის ნაცვლად, დახარვეზებული ავტომობილის მძღოლებმა მანქანის შიგაწვის ძრავა მოაწესრიგონ, რაც ნამდვილად არ არის იაფი, ათასგვარ ხრიკს მიმართავენ, რომ გაიარონ ტექინსპექტირება", - ამბობს იორდანიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×