რეზონანსი
06.08.2018

სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბმა - დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ და გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნიამ, რომელთა სახელს უკავშირდება "ნი­ჭი­ე­რი", "X ფაქ­ტო­რი", "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი", "ბრა­ვო", "ექი­მე­ბი", ცოტა ხნის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დიც“ და­ტო­ვეს. ისინი კარგა ხანია არსებულ ვითარებაზე არ საუბრობდნენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მათგან პირველი განცხადებებიც გაკეთდა:

"2 წლის წინ ჩვენ დავ­ტო­ვეთ არხი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი შექ­მნი­ლია, გა­და­ვე­დით "იმედ­ზე" და მერე რაც მოხ­და, ეს უკვე ტრა­გი­კო­მე­დი­აა. ძვი­რად დაგ­ვიჯ­და ეს ორი წელი, აღ­ვი­რახ­სნილ შე­უ­რა­ცხყო­ფებს ვის­მენ­დით. რა უნდა ვუ­პა­სუ­ხო იმ ხალ­ხს, რო­მელ­ზეც აღა­რა­ვინ ლა­პა­რა­კობს?

„იმედ­ზე“ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლად დავ­ხუ­რეთ და გვინ­დო­და, სწო­რედ მაგ პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი­ყო ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რად­გან არხი უკვე პირ­ველ ად­გილ­ზე იყო და ხალ­ხს მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, მაგ­რამ არ გა­კეთ­და ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ, ისევ „რუს­თა­ვი 2“-მა „ამო­ქა­ჩა“ - აცხადებენ პროდიუსერები.

ისინი სამომავლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მაუწყებელთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ: 

"მათ აქვთ კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­რა­მა და მი­ზა­ნი, ზუს­ტად იცი­ან, სად არი­ან, რა უნდა გა­ა­კე­თონ და რის­თვის. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ა­მა­ყო იქ­ნე­ბა. პირ­ვე­ლი არ­ხის მა­ი­სუ­რით თუ გა­მოვ­ჩნდე­ბი, ე.ი. მო­ლა­პა­რა­კე­ბა შედ­გა. ახლა ბა­ზარ­ზე კონ­ტენ­ტის დიდი მო­თხოვ­ნაა, მე­დია სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და იც­ვლე­ბა, ამი­ტომ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ, რო­გორც მსხვილ, ასე­ვე წვრილ დამ­კვე­თებ­თა­ნაც. დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი და ახა­ლი ნი­შე­ბის წარ­მოქ­მნა მოხ­დე­ბა ქარ­თულ მე­დია ბა­ზარ­ზე!" - განუცხადეს "ამბები.ჯი"-ს პროდიუსერებმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×