რეზონანსი
06.08.2018

 (რეზონანსი) ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლებაში ბრალდებული მალხაზ კობაური მომხდარის ახალ ვერსიას ყვება.

სმიტების ოჯახის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა მის ადვოკატს უთხრა, რომ მკვლელობაში 7 პირი მონაწილეობდა. აღსანიშნნავია, რომ მწყემსმა უარყო მისი პირველი ჩვენება, რომ სმიტები 2 - მა უცხო პირმა მოკლა.

ალექსანდრე კობაიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მალხაზ კობაური მხოლოდ რაიან სმიტისა და მისი 4 წლის ბიჭის მკვლელობა ნახა.

ადვოკატი „ნიუპოსტთან" ამბობს, რომ კობაურის მონაყოლის მიხედვით, მწეყემსი ბანაობდა, როდესაც მასთან უცნობი პირები მივიდნან და წყლიდან ამოსვლა მოსთხოვეს.

„ამბობს, რომ ამერიკელების ოჯახთან მიიყვანეს, რის შემდეგაც ერთ-ერთ პირსა და რაიან სმიტს შორის ჩხუბი დაიწყოო, როდესაც მეორე პირმა ჩემი თოფიდან ორჯერ ესროლა მასო. მერე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ტყვიები, რაზეც მალხაზს უთქვამს, რომ სახლში ჰქონდა. ჩამოატანინეს ტყვიები, რის შემდეგაც ბავშვიც მოკლესო"- აღნიშნავს კობაური ადვოკატთან.

მწყემსი ირწმუნება, რომ ლორა სმიტი მის თვალწინ არ მოუკლავთ - „ქალი ძალის გამოყენებით წაიყვანესო".

კითხვაზე, რატომ არ მოკლეს შემზარავი დანაშაულის თვითმხილველი, კობაური ადვოკატთან ამბობს, რომ მისი მკვლელობა უნდიოდათ, თუმცა ერთ-ერთმა გადაარწმუნა დანარჩენები.

„უთქვამთ, რასაც ვეტყვით ყველაფერს შეასრულებსო"- აცხადებს ადვოკატი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×