რეზონანსი
06.08.2018

 (რეზონანსი) აროფიციალური ინფრომაციით, ტყიბულის შახტში ბოლო დროს მომხდარ შემთხვევაზე ორი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი დაკავებული შახტის მთავარი ინჟინერია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა.

სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად, კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვვნენ.

23 ივლისს კომპანიის დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და კომპანიის სამი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×