რეზონანსი
06.08.2018

 სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს, შევა თუ არა პრეზიდენტის სასახლეში იმ შემთხვევაში, თუ ის პრეზიდენტად არჩეული იქნება. როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, აღნიშნულ საკითხზე მას გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე მისი გახმაურებისგან თავს შეიკავებს.

„ამის შესახებ მე გეტყვით როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტად. ალბათ, ჩემთვის მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ თქვენ გეტყვით მოგვიანებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×