რეზონანსი
06.08.2018

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თანაგუნდელებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.

„ჩემი პოზიცია იყო, რომ სასურველია „ქართულ ოცნებას“ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. იმ შემთხვევაში, თუ „ქართულ ოცნებას“ არ ეყოლება საკუთარი კანდიდატი ან მის მიერ დომინირებული სხვა კანდიდატი, შეიძლება არაპარტიული პირიც, ამ შემთხვევაში საერთოდ არ ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში და შესაბამისად, არ მიიღოს მონაწილეობა მისი წარმომადგენლის გარეშე არჩევნებში“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

უკვე გადაწყდა, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაასახელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×