რეზონანსი
06.08.2018

 მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, "საქნახშირის" ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა მოუვიდა.

"2018 წლის 5 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამჟამად დაკავებულები არიან: მურადი აბულაძე (უბნის უფროსი), ტარიელ აბესაძე (უბნის უფროსის მოადგილე), გიზო კირკიტაძე (მთავარი ინჟინერი), აკაკი ახვლედიანი (შახტის დირექტორი), მამული კუბლაშვილი (შახტის მენეჯერი) და კიდევ ერთი პიროვნება, რომლის ვინაობის დაზუსტება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

როგორც პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, პოლიცია წარმოების დირექტორის გია ქარქაშაძის დასაკავებლადაც მივიდნენ, თუმცა გულის შეტევის გამო იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი" - აცხადებენ პროფკავშირებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×