ექსპერტი გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის შესახებ ფეისბუქში შემდეგი სახის კომენტარს აქვეყნებს:
"ზურაბიშვილმა დღეს თქვა - საქართველო მინდა, გახდეს ის, რაც მე ვარ - მგონი, დაგვერხა…"
დღეს სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა და საზოგადოებას ასეთი სიტყვებით მიმართა:
"საქართველო მინდა, გახდეს ის, რაც მე ვარ, ანუ ევროპელი და ქართველი. საქართველო თავისი ღირებულებებით და წარსულით არის ევროპელი. ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ჩვენ გვინდა ნატო – ეს არ უნდა იყოს მკვდარი ლოზუნგები, ჩვენ ეს ევროპულობა უნდა გავატაროთ ყოველდღიურობაში. ჩვენი წინაპრები, ვინც საქართველოს სახელმწიფოს აშენებდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია".