ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა შემდეგო სახის ინფორმაციას და მიმართვას ავრცელებს:
„ვაზისუბნელი პედოფილის საქმეზე ახალი, შემზარავი დეტალები ხდება ცნობილი - თურმე ის არაკაცი ყველაფერს ვიდეოზე იღებდა... სულ 44 ბავშვზეა საუბარი, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 16 მსხვერპლი ბავშვია გამოკვეთილი - მათ შორის ყველაზე პატარა 10 წლისაა...
აი, ასეთ ნაბიჭვარს დასავლეთში სახლ-კარს გადაუწვავდნენ და ოჯახიანად გადაასახლებდნენ! აქ კიდე, მოძალადის ძმა თურმე დადის და - ჩემი ძმა ფინანსური დანაშაულისთვისააო დაკავებულიო, იძახის...
კი, მაგრამ ამ ბავშვებს პატრონი არ ჰყავთ? მამა, ბიძა, ბაბუა, დედა, რა ვიცი? ან უბნელები? ღმერთმა ყველა დაგვიფაროს ამ საშინელებისგან და მაგ ოჯახს იქ გავაჩერებდი?“ - წერს ლაბარტყავა.