პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სალომე ზურაბიშვილს მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს და საზოგადოებას მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებზე უარი უთხრან „საპრეზიდენტო რეზიდენტ- სალომე ზურაბიშვილს“.
“პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, 2010 წელს ვლადიკავკაზში: " ომი ჩვენ დავიწყეთ საქართველოსთან და ამით, ხელი შევუშალეთ მის გაწერვრიანებას ნატო-ში "-ო. დღევანდელი "დამოუკიდებელი ოცნების", "საპრეზიდენტო" თუ სარეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს: " ომი საქართველომ დაიწყო რუსეთთანო". ამ ქალს, რომ ვუყურებ და ვუსმენ, მაშინვე მახსენდება:" მამული, ენა სარწმუნოება". ა, ბატონო, ახლაა ეს ბრძოლა, უმნიშვნელოვანესი ბრძოლა, საქართველოსთვის, მოსაგებია და ზუსტად ვიცი, რომ ხალხი ბრძენია. არა უნდა ვუთხრათ,დამოუკიდებელ საქართველოზე ომის გადამბრალებელ რუსეთის საპრეზიდენტო რეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ღიად აცხადებს "ლავროვ-კალანტაროვის" მეგობრობას და საქართველოს ომის დაწყებას აბრალებს“, - წერს ჩარკვიანი.