რეზონანსი
07.08.2018

 (რეზონანსი) ქარელში მშობიარე ქალი გარდაიცვალა. მასთან ერთად დაიღუპა ბავშვიც.

35 წლის ლალი ცხვედაძე მეხუთე შვილს ელოდებოდა. შემთხვევა 5 აგვისტოს, ქარელის კერძო სამშობიარო სახლ "დასტაქარში" მოხდა. ლალი ცხვედაძე სამშობიარო ტკივილებით კლინიკაში ღამით შეიყვანეს. ახლობლების თქმით, საავადმყოფოში მიყვანის დროს ის რამდენჯერმე ცუდად გახდა.

გარდაცვლილს მეუღლე და 4 შვილი დარჩა. უმცროსი შვილი 1 წლისაა, უფროსი კი - 8 წლის. შსს-მ გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×