რეზონანსი
07.08.2018

 (რეზონანსი) 10 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფართო სამხედრო ინტერვენციამ და მოგვიანებით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე საჰაერო იერიშის მიტანამ მიიღო სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების სახე. დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს.

ერთ-ერთი გმირის, შმაგი სოფრომაძის და, სოფო სოფრომაძე, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ქართულ ჯარს ემსახურება, ძმის საფლავზე აცხადებს, რომ ის ამაყია.

"ერთადერთი ძმა დავკარგე, რომელიც სამშობლოს შეეწირა. ის გმირია! და მე, დღეს ამაყად ვარ მის საფლავზე, თუმცა ეს არის ცრემლნარევი და ტკივილნარევი სიამაყე.

მე მერჩივნა, დღეს ჩემი ძმა ჩემს გვერდით ყოფილიყო ცოცხალი და ერთად გვებრძოლა სამშობლოსთვის", - განაცხადა სოფო სოფრომაძემ "კურიერთან".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×