მოთხოვნასთან ერთად ბენზინისა და დიზელის იმპორტის მაჩვნელებლებიც იზრდება
თამარ ვეფხვაძე
07.08.2018

 ივლისის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რამდენადაც ზაფხულის პერიოდი სატრანსპორტო მიმოსვლით გამოირჩევა და საწვავზე მოთხოვნაც თავისთავად იზრდება. უმნიშვნელო კლებაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა საერთო ჭრილში საწვავის ბაზარზე აბსოლუტურად სტაბილური ვითარებაა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტმა შეადგინა 109,0 ათასი ტონა, რაც 22,1 ათასი ტონით აღემატება ივნისის თვის მაჩვენებელს და 10,4 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, 2018 წლის ივლისის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 48,3 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0,2 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 60,7 ათასი ტონა (მატება 21,9 ათასი ტონით).

სულ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 625,8 ათასი ტონა, რაც 49,7 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მათ შორის, 2018 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 305,1 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 320,7 ათასი ტონა.

საწვავის შემოტანა კატეგორიების მიხედვით ასეთია: 2018 წლის ივლისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: "რეგულარის" მარკის ბენზინი - 30,5 ათასი ტონა, ანუ 63,2%; "პრემიუმი" მარკის ბენზინი - 15,9 ათასი ტონა, ანუ 32,9%, "სუპერის" მარკის ბენზინი - 1,9 ათასი ტონა, ანუ 3,9%.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: "რეგულარის" მარკის ბენზინი - 212,5 ათასი ტონა, ანუ 69,6%; "პრემიუმის" მარკის ბენზინი - 86,9 ათასი ტონა, ანუ 28,5%, "სუპერის" მარკის ბენზინი - 5,7 ათასი ტონა, ანუ 1,9%.

საინტერესოა როგორია განაწილება ქვეყნების მიხედვით. 2018 წლის ივლისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 34,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 19,4 ათასი ტონა (17,8%), რუსეთი - 16,5 ათასი ტონა (15,1%), ბულგარეთი - 15,2 ათასი ტონა (13,9 %); თურქმენეთი - 14,0 ათასი ტონა (12,8%); საბერძნეთი - 9,6 ათასი ტონა (8,8%);

რაც შეეხება მთელი წლის მონაცემებს. 2018 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან 162,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან:  რუსეთი - 160,1 ათასი ტონა (25,6%); თურქმენეთი - 105,8 ათასი ტონა (16,9%); აზერბაიჯანი - 93,1 ათასი ტონა (14,9%), ბულგარეთი - 66,3 ათასი ტონა (10,6%); საბერძნეთი - 37,8 ათასი ტონა (6,0%).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×