რეზონანსი
07.08.2018

 (რეზონანსი) "ბენ გურიონის" აეროპორტში 38 წლის საქართველოს მოქალაქე 40 წლის ქალთან ერთად ჩავიდა, რომელზეც განაცხადა, რომ დეიდამისი იყო. კაცი ეტლით გადაადგილდებოდა.

ისრაელელმა სამართალდამცველებმა ისინი საეჭვო პირებად მიიჩნეს. საბუთების გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მათ სასტუმროს ჯავშანი არ ჰქონდათ, თუმცა თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. საქართველოს მოქალაქეებმა ისრაელელ სამართალდაცველებს უთხრეს, რომ ქვეყანაში ქირურგიული ოპერაციის გასაკეთებლად ჩავიდნენ.

სამართალდამცველები დაუკავშირდნენ ე.წ. დეიდის ქმარს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მას 38 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არანაირი ინფორმაციას არ ჰქონდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ჩათვალეს, რომ მათ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. და სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დაკავეს, ეტლში მყოფი კაცი წამოდგა და თავისით გაიარა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×