რეზონანსი
07.08.2018

 საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა პაატა დავითაიას, როდესაც 2008 წელს საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეობდა, იმ პირთა სია გადასცა, ვინც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში საქართველო დატოვა. “ქრონიკა“აღნიშნულ სიას და “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების სახელებსა და გვარებს აქვეყნებს, რომლებმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში,საქართველო დატოვეს:

გიგი წერეთელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველო დატოვა 7აგვისტოს, 04:30 საათზე, დაბრუნდა 9 აგვისტოს;

დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს, კვლავ დატოვა 15 აგვისტოს;

კანდიდ კვიციანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს;

კობა ნაყოფია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი -საქართველო დატოვა 7 აგვისტოსდა აგვისტოში არ დაბრუნებულა;

გოჩა მამაცაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისმინისტრის მოადგილე -საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, 05:00 საათზე, დაბრუნდა 12აგვისტოს; ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივირესურსების მინისტრი – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;

დიმიტრი გვინდაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2011 წ. ფინანსთამინისტრი) -საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;

ლევან მჭედლიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე(დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი) – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა10 აგვისტოს; რომან მარსაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველოდატოვა 8 აგვისტოს;

გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე –საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;

ურუზმაგ ქარქუსოვი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისმოადგილე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრი – საქართველო დატოვა 9აგვისტოს; ბაკურ კვეზერელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი –საქართველო დატოვა 9 აგვისტოს; გიორგი მელაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი– საქართველო დატოვა 9 აგვისტოს,16:00 საათზე;

ნინო კალანდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – საქართველოდატოვა 10 აგვისტოს, 12:30 საათზე, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;

ნიკა რურუა, პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისთავმჯდომარის მოადგილე – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, აზერბაიჯანში გადავიდაწითელი ხიდით;

კობა სუბელიანი, პარლამენტის წევრი (2008 წლის ნოემბრიდან ლტოლვილთა დაგანსახლების მინისტრი) – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს;

გიორგი ღვინიაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, აგრარულ საკითხთაკომიტეტის თავმჯდომარე – 11 აგვისტოს ვალედან გადავიდა თურქეთში;

გოგი ლიპარტელიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 11აგვისტოს, დაბრუნდა 12 აგვისტოს, 15 აგვისტოს სადახლოდან გადავიდა სომხეთში;

ნინო ენუქიძე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე – საქართველო დატოვა11 აგვისტოს, დაბრუნდა 14 აგვისტოს;

მერაბ სამადაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 12აგვისტოს,00:02 საათზე, ავტომანქანით სომხეთში გადავიდა, დაბრუნდა 12 აგვისტოს,შუაღამისას;

პაატა ლეჟავა, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 12 აგვისტოს;

თამარ კოვზირიძე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – საქართველოშიდაბრუნდა 14 აგვისტოს;

ჰარუთიუნ ოვანესიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – 11 აგვისტოს სარფისსაზღვარი გადმოკვეთა თურქეთიდან;

გოდერძი ბუკია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – 11 აგვისტოს გადმოვიდა წითელი ხიდით საქართველოში;

ვერულაშვილი მარიკა -7 აგვისტოს დაბრუნდა, ოთხის ნახევარზე;

დავით ბაქრაძე, პარლამენტის თავმჯდომარე – 8 აგვისტოს დაბრუნდა აეროპორტიდან;

გივი თარგამაძე, დეპუტატი – 7 აგვისტოს გავიდა და 8 აგვისტოს დაბრუნდა;

ეკა ტყეშელაშვილი – 13 აგვისტოს გავიდა და 15-ში დაბრუნდა.

პაატა დავითაია აცხადებს, რომ ეს სია არასრულია. მისი თქმით, რეალური სია, რომელიც მას თავის დროზე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ბადრი ბიწაძემ მიაწოდა, საქართველოს პარლამენტის არქივში ინახება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×