ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქის წინასასამართლო პროცესი გაიმართა. სარა მირბობოიევა ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. მან პროცესში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დღეის მდგომარეობით, ის არის შეურაცხადი და ქმედების ჩადენის დროს იყო შერაცხადი. ასეთი დასკვნა დაიდო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე,“ – განაცხადა ადვოკატმა ლაშა რომანიძემ.
4 წლის გოგონა დედამ მეგობარს დაუტოვა. გამოძიების ინფორმაციით, მან პატარა ცემით მოკლა და ცხედარი პოლიციის განყოფილებასთან თავად ბრალდებულმა დატოვა.
„ცხედარი არ იყო საშინელ მდგომარეობაში, სულ დაშავებული. ჩვენ სიახლოვესაც ვერ მივედით. მაგას არც ერთი ადამიანი არ იზამს. ალბათ, მხეციც კი არა. ნაწამები, მხარი მოტეხილი, ტუჩი გახეთქილი და მთელი ტანი დაშავებული,“ – აღნიშნა ოჯახის ახლობელმა, თამარ ახალაძემ.