რეზონანსი
07.08.2018

შსს გურიის დეპარტამენტი ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის კიდევ ერთი მაღალჩინოსნით დაინტერესდა. გამოძიება მას ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარას ედავება. "გურიის მოამბეს" ცნობით, სკანდალში, ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი, კ.მ გაეხვა. ის პოლიციელებმა საეჭვო სიტუაციაში, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების გარემოცვაში დააკავეს და ნარკოტიკზე შესამოწმებლად გადაიყვანეს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე დასუფთავების სამსახურის მეორე თანამსრომელია, ვისთანაც გამოძიებას ნარკოტიკების გამო კითხვები აქვს. ამასობაში მეორე წყარო, ამჯერად თავად დასუფთავების სამსახურიდან იტყობინება, რომ  ამ დაწესებულების მაღალჩინოსნები, სამსახურეობრივ მანქანებს საკუთარი მიზნებისათვის ხშირად იყენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×