რეზონანსი
07.08.2018

 ხანძარმა, რომელიც 27 ივლისს გაჩნდა, 6 აგვისტოს გავრცელების რეკორდულ მაჩვენებელს - 114 000 ჰექტარს  მიაღწია. როგორც კალიფორნიის ტყის დეპარტამენტი განმარტავს, ხანძრის არეალის გაფართოებას ხელი შეუწყო ზღვიდან წამოსულმა მშრალმა და ცხელმა ჰაერის მასებმა. NBC-ის ინფორმაციით, ცეცხლს 14 ათასი მეხანძრე იბრძვის.

ცეცხლმა ასობით საცხოვრებელი სახლი და 11 000-მდე სხვა სახის ნაგებობა დააზიანა. გარდა ამისა, ხანძარს იმდენად დიდი დაკვამლიანება მოჰყვა, რომ ჯანდაცვის წარმომადგენლები მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×