რეზონანსი
07.08.2018

 (რეზონანსი) საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით დკავებული ქართველი ემიგრანტი ნინო ინაიშვილია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი საქართველოში ბოლო 12 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

დაკავებულის მეზობლების თქმით, ის საბერძნეთში ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სულ დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრი აიყვანეს. გამოძიება დაკავებულებს ახალშობილებით ვაჭრობაში ადანაშაულებს. დაკავებულთა უმეტესობა ბულგარელები არიან.

ათენის ერთ-ერთ გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა კონტაქტი დაამყარეს 40 წლის ქართველ ქალთან, რომელმაც პოლიციის ფარულ აგენტებს 18 000 ევროდ ახალშობილის ყიდვაში დაეხმარა. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი უკანონო საქმიანობით სულ მცირე 1 წლის განმავლობაში იყო დაკავებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×