სექტემბრიდან ყველა მსესხებელს მოეხსნება ნეგატიური სტატუსი, ე.წ „შავი სიაც“ წარსულში დარჩება. საკრედიტო ბიურომ ეროვნული ბანკის წესის მიხედვით უნდა განაგრძოს ოპერირება, წევრების გაფართოებული ბაზით. შესაძლებელია ბაზარზე რამდენიმე ბიუროს ერთდროულად მოქმედება. ამ დროისთვის კი, მხოლოდ ერთია „კრედიტინფო“ - 150 000-ზე მეტი კლიენტით.
ახალი რეგულაცია ყველა სესხის გამცემს ბიუროს წევრობას დაავალდებულებს.
როგორ დაიყოფა ვადაგადიცილებული სესხები, რა სტატუსი მიენიჭება მსესხებელს, გაძვირდება თუ არა მომსახურება, როდის მიუერთდება საგადასახადო ბაზა, სექტემბრამდე გახდება ცნობილი.
სებ-მა რეგისტრაციის, რეგულირების, აღრიცხვიანობის და ხელმისაწვდომობის წესის პროექტი უკვე გამოაქვეყნა. მთავარი ბანკი აქტიურად მუშაობს ბიუროში დაცულ მონაცემებში ხარვეზების აღმოსაფხვრელად.