რეზონანსი
07.08.2018

 ლირის გაუფასურებამ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა თურქეთში დასაქმებული ის ქართველები, რომლებიც ანაზღაურებას ეროვნულ ვალუტაში იღებენ. შრომითი ემიგრანტები ამბობენ, რომ მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას, ნაწილი კი ევროპაში გადასვლისთვის ემზადება. ზოგმა თურქეთი უკვე დატოვა და სამუშაოდ საბერძნეთში, პოლონეთსა და იტალიაში გადავიდა. 

„აზრი აქ აქვს აქ დარჩენას, ლირა ყოველდღე უფასურდება. რომ ჩამოვედი 1 500 ლირა მქონდა ხელფასი, ეს დაახლოებით 1 100 ლარი იყო, ახლა 700 ლარია. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ საქართველოში დავბრუნდე“, - უთხრა „ბიზნესპრესნიუსს“ თურქეთში დასაქმებულმა ერთ-ერთმა ქართველმა.

ლირის გაუფასურება ნაკლებად მძიმედ აისახა იმ დასაქმებულ ქართველებზე, რომლებსაც ხელფასი დოლარში აქვთ, თუმცა მათი რაოდენობა შედარებით მცირეა.  

„ხელფასი დოლარში მქონდა, მაძლევდნენ 700 დოლარს. როდესაც ლირამ მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო, მეც ხელფასი ლირაში გადამიყვანეს და ახლა 500 დოლარსაც ვერ ვიღებ. ნაწილს საერთოდ 100-100 დოლარი დააკლეს. 

მოკლედ, თუ ასე გაგრძელდა, აქ დარჩენას უკვე აზრი აღარ ექნება. ქართველების ნაწილმა უკვე დატოვა თურქეთი და სამუშაოდ იტალიასა და საბერძნეთში წავიდა, თუმცა სამსახურის დაწყება იქ ადვილი არ არის“, - ამბობენ ქართველები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×